სტამბოლის პრესტიჟულ სასტუმროში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თურქეთის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი, გურამ ჩიხლაძე დააკავა.
lenta.ru-ს ინფორმაციით, „კვეჟოვიჩის“ სასტუმრო ოთახიდან პოლიციამ სამი ცეხხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღო.
ცნობითვის, გასულ ზაფხულს ჩიხლაძე თურქეთიდან გააძევეს , მაგრამ მან ქვეყანაში დაბრუნება უკრაინული პასპორტით მოახერხა.
2020 წლის დასაწყისში თურქეთის პოლიციამ იგი აზერბაიჯანის მთავარი ქურდის, ნადირ სალიფოვის (ლოტუ გული) მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დააკავა.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
სანქტ-პეტერბურგში ქუთაისელი „კანონიერი ქურდი“ გარდაიცვალა - დეტალები
„კანონიერი ქურდების“ შვილების კანონიერი პროფესიები - სტილისტი, პოეტი, მომღერალი
წყარო: lenta.ru