კვიპროსში ავარიას 33 წლის ქართველი კაცი ემსხვერპლა. როგორც უცხოური მედია წერს, ახალგაზრდა კაცი პაფოსში, აგაპინოროსისა და იკაროს ქუჩების შეკვეთაზე გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.
მანქანის მძღოლი თავდაპირველად მიიმალა, თუმცა საათ-ნახევრის შემდეგ, ადგილზე დაბრუნდა და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. როგორც მან პოლიციას უთხრა, შემთხვევის ადგილი შიშის გამო დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ქართველი კაცი კვიპროსზე პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი იყო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: