საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.
17 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6162 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0315 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0233 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0546 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 18 აგვისტოს შევა ძალაში.