საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.
24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6218 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6229 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9807 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9925 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0537 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 25 სექტემბერს შევა ძალაში.