საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.
9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5949 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9041 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8998 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0517 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 10 ნოემბერს შევა ძალაში.