საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6223 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6229 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0264 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0260 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0551 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 7 აგვისტოს შევა ძალაში.