საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.
19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6138 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6145 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0349 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0265 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0545 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 20 აგვისტოს შევა ძალაში.