
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7296 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7301 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1401 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1625 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0692 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 14 ივნისს შევა ძალაში.