Digest Logo

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

1786108160
ლარის სიმბოლო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6210 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6223 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0212 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0264 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0549 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 8 აგვისტოს შევა ძალაში.