საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6180 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6205 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0366 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0314 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0542 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 4 სექტემბერს შევა ძალაში.