საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.
15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6085 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6091 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0097 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0112 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0536 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 16 სექტემბერს შევა ძალაში.