
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7061 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7067 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0936 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1230 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია და მისი ღირებულება 0.0667 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 1-ელ აგვისტოს შევა ძალაში.