Digest Logo

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია!

1723322185
ლაშა ტალახაძე

ქართველი სპორტსმენი  და ძალოსანი ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ტალახაძემ ატაცში, ჯერ 210 კილოგრამი ასწია, შემდეგ 215 კილოგრამს გაუმკლავდა, ხოლო ბოლოს 220 კილოგრამი ვერ დაიმორჩილა.

შემდეგი ეტაპი აკვრა იყო, სადაც ლაშა ტალახაძემ ჯერ 247 კილოგრამი ასწია, შემდეგ კი საუკეთესო შედეგი, 255 კილოგრამი დააფიქსირა.

ჯამში ქართველმა სპორტსმენმა 470 კილოგრამი ასწია.

რაც შეეხება მსოფლიო ძალოსნობის ისტორიას, მძიმე წონაში ტალახაძემ ვასილი ალექსეევის, ალექსანდრ კურლოვიჩისა და ჰოსეინ რეზაზადეს შედეგი გააუმჯობესა. მათ, ქართველ ძალოსანთან ერთად, ორი ოლიმპიური ოქროს მედალი ჰქონდათ.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ექვსი მედალი აქვს. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე გახდნენ, ვერცხლი ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურული ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ, 11 აგვისტოს ოქროს მედლისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97კგ) იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე სამი ოქროს მედალი მხოლოდ ერთხელ, 2008 წელს პეკინში ჰქონდა მოპოვებული.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია!

⭕„ქართველები ასე ჭიდაობენ“ - გია მურღულია გივი მაჭარაშვილს ოლიმპიადის ფინალში გადასვლას ულოცავს

⭕გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია!