„ნაპოლი“ ორ მატჩიან დუელში მეოთხედფინალურ ეტაპზე „მილანთან“ დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
როგორც ქართველი გულშემატკივრები ისე იტალიური მედია ცოტაზე მეტად კრიტიკულები იყვნენ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, რადგან მასზე მოლოდინები ძალიან დიდ იყო.
„ნაპოლის“ ქართველ ვარსკვლავს არაერთმა ცნობილმა სახემ მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა, გუნდისთვის გადამწყვეტი და მისთვის წარუმატებელი „პენალტის“ გამო.
თუმცა, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ქართველი გარემარბი საქართველოში ყოფნის დროს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს და ეს მარცხიც სწორედ ამას დააბრალეს.
იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი საკუთარ ფეისბუკ სტატუსში.
„იმან ნაღდად დალოცა?“,- დაწერა მშვენიერაძემ.
აღნიშნულ პოსტს ყველა „დამლაიქებელი“ სიცილის სმაილით გამოეხმაურა და პოსტის ქვეშ საკუთარი აზრიც დააფიქსირეს.
„მე ახლა უფრო იმაზე ვწუხვარ, სრულიად საქართველოს რომ გვლოცავს ხოლმე, მაგის ბრალი ხომ არ არის ყველაფერი. საერთოდ ყველაფერი“
„იმას ნუცაც დალოცვილი ჰყავს და ვიღუპებით მთლად“,- წერენ კომენტარებში.
მანამდე, ამავე თემაზე ჟურნალისტი მიხო კოტეტიშვილიც წერდა და ანალოგიურად, „ნაპოლის“ წარუმატებელ მატჩს ხვიჩას პატრიარქთან შეხვედრას უკავშირებდა.
ქართველი ფეხბურთელის პატრიარქთან შეხვედრის კრიტიკოსები სოციალურ ქსელის სხვა მომხმარებლებიც აღმოჩნდნენ.
„პატრიარქს რომ გამოვალოცინოთ უკან, არ იქნება ურიგო“
„ბუზალაძეც წააგებს ახლა და ჩამოგვეშლება ეს სიმწრით ნაშენები ქვეყანა“
„რა „დალოცა“ ეგეთი იმ ფეხზე ცხვარგამობმულმა ბიძი?“
აღსანიშნავია, რომ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟსა და კრიტიკაზე ბადრი კვარაცხელია (ავტ: ხვიჩას მამა) „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ საუბრობდა და საზოგადოების მხრიდან წამოსულ აგრესიაზე წუხილს გამოთქვამდა.
„ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სიხარული ჩაემწარებინათ ჩვენთვის. ვერ აიტანეს, რომ უამრავი პრობლემით დამძიმებული ხალხი იმედით აავსო ფეხბურთში მიღწეულმა მცირე წარმატებებმა. ასეთ ხალხს არც მივიჩნევ ქართველებად: თავისი ქვეყნის, თავისიანის წარმატება რომ არ უხარია და ბოღმით ივსება, რაღა ქართველია? სამიზნე მხოლოდ ხვიჩა და ჩემი ოჯახი რომ იყოს, ჩვენ კი მოვითმენთ, მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიას აყენებენ შეურაცხყოფას, იმის გამო გვლანძღავენ, ტაძარში რატომ დადიხართ, ხვიჩა პატრიარქს რატომ ესტუმრაო... თურმე მათ უნდა შევუთანხმოთ, ჩემი შვილი პატრიარქს ესტუმროს თუ არა. ხვიჩაზე რა უნდა ვთქვა, როცა საქართველოში წარმოებულ პრეზერვატივზე კათოლიკოს-პატრიარქი და თამარ მეფე დახატეს?! თუმცა ჩემი შვილი იმდენ ხალხს უყვარს, რამდენიმე ღვარძლიანი ადამიანის კრიტიკას როგორმე ავიტანთ“, - ამბობდა ბადრი კვარაცხელია.