„კვარაცხელია-მანია, LEGO მას პატარა კაცს უძღვნის“, ასეთ სათაურის სტატიას ქვეყნებს იტალიური გამოცემა Areanapoli.
„ნეაპოლის გულშემატკივრებისთვის ქართველი ფეხბურთელი ნამდვილ კერპად იქცა. კვარაცხელია სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაოცარი აღმოჩენაა. ნეაპოლის ფანები მასზე ფაქტობრივად გიჟდებიან. განსაკუთრებული ტექნიკური უნარებისა და ადამიანური თვისებების მქონე ფეხბურთელი, უპირველეს ყოვლისა კარგი ბიჭია,“- წერს იტალიური გამოცემა ქართველ ფეხბურთელზე.
ნეაპოლის მაღაზიებში მრავლად შეხვდებით ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით შარფებს, მაისურებს, დროშებსა და სხვა გაჯეტებს. ახლახან კი Lego-მ ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო შექმნა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს არ ვარგა ახალი ნაცნობობა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა“ - მიხეილ ცაგარელი
წყარო: www.areanapoli.it