სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლი“ „სპეციას“ სტუმრობდა და მეტოქე დაამარცხეს.
ქართველმა გარემარბმა - ხვიჩა კვარაცხელიამ გატანილ გოლს საგოლე პასიც დაუმატა და ვიქტორ ოსიმენს დუბლის შესრულებაში დაეხმარა.
მიუხედავად იმისა, რომ კვარა მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, პასის გაკეთება არჩია და თანაგუნდელს გაატანინა.
იტალიური მედია დღევანდელ მატჩს შემდეგნაირად გამოეხმაურა: „სექტემბერ-ოქტომბერში ნეაპოლში დაბადებულ ყველა ბავშვს ხვიჩას დაარქმევენ...“
ამ სათაურით დაიდო პოსტი იტალიური გამოცემის ფეისბუკ გვერდზე, სადაც კვარაცხელიას შვილი უჭირავს ხელში.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵„იძინე მშვიდად, თან მოგყვება ჩვენი გულწრფელი ცრემლები“ - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა