ცნობილი ინტერნეტპროექტის, „ლელას voice“-ის ავტორმა, მსახიობმა თეონა ლეჟავამ „იუთუბიზე“ საკუთარი პოდკასტი წამოიწყო. მისივე თქმით, პროექტი „ლელას voice“ უკვე თითქმის რვა წელია არსებობს, თუმცა ვიდეოების გახმოვანების პროცესი და საკუთარი ოფისი/სამუშაო სივრცე საზოგადოებას პირველად სწორედ ამ ეპიზოდში აჩვენა.
თეონამ გაიხსენა, რომ ბავშვობიდან მსახიობობა სურდა და თეატრალურ ინსტიტუტშიც ჩააბარა, სადაც 16–17 წლის ასაკში იუმორისტული ვიდეოების გადაღება დაიწყო.
„ჩემმა პედაგოგებმა მითხრეს, რომ როგორც არტისტი დავიღუპებოდი და ეს მაიმუნობა უნდა მიმეტოვებინა. მაშინ დავუჯერე, თუმცა დაახლოებით შვიდ-რვა წელიწადში ამ ენერგიამ ამოხეთქა და შეიქმნა „ლელას voice“, რომელმაც უზარმაზარი გამოხმაურება მოიპოვა“, - აღნიშნა თეონა ლეჟავამ.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: