კვებითი დარღვევები ბავშვებში წარმოადგენს კომპლექსურ სამედიცინო, ქცევით ან ფსიქიკურ გამოწვევას, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, კვების სტილსა და ჯანმრთელობაზე. სტატისტიკურად, ბავშვების დაახლოებით 25%-ს აღენიშნება კვებითი ქცევის გარკვეული სირთულე, ხოლო განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებში ეს მაჩვენებელი 80%-მდე იზრდება.
აღნიშნულ თემაზე გადაცემაში KiDoc ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი საუბრობს:
„შესაძლებელია ეს იყოს ჩვეულებრივი ზე-ძლიერი ემოციებით იყოს გამოხატული და ამის ფონზე ჩვეულებრივია, კორტიზოლის სეკრეციით განპირობებული მადის პრობლემები, შესაძლებელია იყოს სწორედ პრინციპული, ტანტრუმულის მსგავსი, მიმართული, რომ თავისი პრინციპები გაიტანოს. კონკრეტულად უნდა განისაზღვროს ყველა შემთხვევა.
ყველა შემთხვევაში, სიმშვიდე, მშვიდი დამოკიდებულება და არა ძალისმიერი, აგრესიული, ჩხუბით განხორციელებული ქმედებები.
არ არის სასურველი ბავშვს გააგებინოთ „არაუშავს, თუ არ შეჭამს, მოშივდება და შეჭამს“. ეს არასწორი პოზიციაა, ყველა ვარიანტში კონსულტაციაა საჭირო პედიატრთან, ფსიქოლოგთან“, - ამბობს ზაზა ვარდიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რის თქმას აპირებს დავით ლომიძე „ევროვიზიის“ მოგების შემთხვევაში