ლექსო თორაძეს თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.
პიანისტს 15:00 საათზე, კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიედან გამოასვენებენ.
ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში, 11 მაისს გარდაიცვალა.
მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.