Digest Logo

ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ

1755928797
გარდაიცვალა ლევან გაჩეჩილაძე

ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს, ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება, საიდანაც გამოსვენება 14:00 საათზე შედგება.

ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში 20 აგვისტოს გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, იგი მძიმე დაავადებას ებრძოდა. 

ლევან გაჩეჩილაძე იყო საქართველოს მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი. არჩეული იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც. იყო ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე 2008 წლის არჩევნებზე.

პოლიტიკური კარიერა გაჩეჩილაძემ დაიწყო 1999 წელს, როცა გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია ახალი მემარჯვენეები. 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაჩეჩილაძე გახდა თბილისის საკრებულოს წევრი მემარჯვენეების სიით. 2003 წელს მას პარტიის წევრებისგან განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით, რის გამოც დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი მემარჯვენეები“. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მიიღო ხმათა 25.7%. 2008 წლის 7 ივნისიდან 2008 წლის 20 ივნისამდე პერიოდში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „წარსულის ძველი სცენარები და ჩრდილები გაქრება...“ - რა გველოდება შემოდგომაზე ჩვენი დაბადების რიცხვის მიხედვით?

⭕„მე საწყალი და უბედური არ ვარ, მე ამაყი ვარ...“ - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული მარიამ დოხნაძის დედა

⭕ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ახალციხელი ახალგაზრდების ტრაგიკულად დაღუპვის გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს