
ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეზე გამოძიების კითხვებს ავტობუსის მძღოლმა და მგზავრებმა უპასუხეს, რომლებიც მკვლელობის ადგილზე მომხდარის შემდეგ პირველები აღმოჩნდნენ.
„სავარაუდოდ 2 კაცი ნახეს ანძასთან, იქ, ბორცვზე გადადიოდნენო. რაც ვნახე, ჩვენება მივეცი. არა მგონია სავარაუდო დამნაშავეები ავტობუსის კამერებს დაეფიქსირებინა, თუმცა ამოიღეს“, - განაცხადა ავტობუსის მძღოლმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
ლევან კაჭარავა ბაგებში, წყნეთის გზაზე, 24 ივნისს მოკლეს. ბიზნესმენის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.