როგორ მოქმედებს მარიხუანა ადამიანის ტვინსა და ნერვულ სისტემაზე ?! - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა.
„არსებობს მოკლე და გრძელ ვადიანი მენტალური ეფექტი ნერვულ სისტემაზე. მარიხუანაში შემავალ ნივთიერებას შეუძლია გავლენა მოახდინოს ტვინის სხვადასხვა ნაწილებზე, მაგალითად მოძრაობის ცენტრი, სიამოვნების, მხედველობის, კოორდინაციის, მეხსიერების, შეფასების ცენტრზე.
მოკლევადიანი მენტალური ეფექტების დროს, მარიხუანაში შემავალ ნივთიერებამ შეიძლება განავითაროს გონების დაბინდვა, ძილიანობა, შფოთვა, კონცენტრაციის დარღვევა, მახსოვრობის და რეაქციის ცენტრის დათრგუნვა, სისხლძარღვების დაზიანება, არტერიული წნევის შემცირება, გულისცემის მომატება“, - ამბობს ზაზა თელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილი მოგზაურობას განაგრძობს - მოდელი შავ საცურაო კოსტიუმში პოზირებს