Digest Logo

ლილო არენასთან ავარიას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა

1674405468
პოლიცია

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ლილო არენასთან მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.