Digest Logo

„ლივერპულის“ გეგმა სულ უფრო რეალური ხდება“ - ესპანური მედიის ცნობით, „ბორნმუთი“ თანახმაა, მამარდაშვილის იჯარისთვის 5 მილიონი ევრო გადაიხადოს

1723745004
გიორგი მამარდაშვილი

როგორც liverpooloffside წერს, „ლივერპულის“ მცდელობები „ვალენსიასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის, გიორგი მამარდაშვილის შესაძენად წინ მიიწევს მას შემდეგ, რაც ესპანურ წყაროებში ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ „ბორნმუთი“ თანახმაა, მომავალი სეზონისთვის მამარდაშვილის იჯარით მიღების საფასური, დაახლოებით 5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როგორც პლატფორმაზე დაიწერა, თუ მოსალოდნელი ტრანსფერი შედგა, „ვალენსია“ ჯამში 40 მილიონამდე ევროს მიიღებს „ლივერპულისა“ და „ბორნმუთისგან“. აღსანიშნავია, რომ სწორედ 40 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული „ვალენსიას“ მამარდაშვილი. 

„5 მილიონი, რომელსაც „ბორნმუთი“ მამარდაშვილის იჯარისთვის „ვალენსიას“ გადაუხდის, შესაძლებელს ხდის, რომ ვალენსიამ მამარდაშვილის სანაცვლოდ ჯამურად ის თანხა მიიღოს, რომელსაც ქართველ მეკარეს აფასებდა. ამავდროულად, „ბორნმუთი“ მამარდაშვილს იმაზე მაღალ ხელფასს გადაუხდის, ვიდრე ეს „ვალენსიას“ შეეძლო. როგორც ჩანს, „ლივერპული“ იმედოვნებს, რომ ასე, მამარდაშვილი ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტირებას შეძლებს.

ეს საკმაოდ რთული შეთანხმება იმას ითვალისწინებს, რომ „ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერში 30 მილიონ ევროს გადაიხდის, თანაც, პირველი შენატანს „ვალენსია“ ამ ზაფხულსვე მიიღებს, თუმცა დამატებითი გადასახადების ჩათვლით, ეს თანხა შესაძლოა 35 მილიონ ევრომდე გაიზარდოს მაშინ, როდესაც „ბორნმუთი“ 5 მილიონ ევროს გადაუხდის მომავალ სეზონზე ქართველი მეკარის მისაღებად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, გიორგი მამარდაშვილს არც ერთ კლუბში არ სურს გადასვლა, თუ იქ პირველი მეკარე არ იქნება, „ლივერპულის“ ძირითადი მეკარე ალისონ ბეკერი კი ამ სეზონზე კლუბში რჩება და არსებობს მოლოდინი, რომ შემდეგ სეზონზე, „წითლებს“ დატოვებს.

იმისთვის, რომ მომავალ სეზონზე „ლივერპულს“ სხვა კლუბები არ შესცილებოდნენ, ანაც გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი კიდევ უფრო არ გაზრდილიყო, „წითლებმა“ გადაწყვიტეს, ამ სეზონშივე ეზრუნათ ამ ტრანსფერზე და მისი იჯარით გაშვება გადაწყვიტეს პრემიერლიგის კლუბში. სწორედ „ბორნმუთია“ ის გუნდი, რომელშიც „ლივერპულში“ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, 23 წლის მეკარეს, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონზე ვიხილავთ.

„ამის შემდეგ, მამარდაშვილს თავისუფლად შეეძლება „წითლებს“ შეუერთდეს 2025 წლის ზაფხულში, თუ იმ მომენტში, „ლივერპულს“ ახალი ძირითადი მეკარე დასჭირდება, რასაც აქამდე ნაკლებად ელოდნენ იმის გათვალისწინებით, რომ ალისონ ბეკერის კონტრაქტი 2027 წლამდე მოქმედებს.

ახლა, ალისონის მომავალთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რომლებსაც ის თავის მენეჯერთან ერთად მომავალი სეზონის განმავლობაში განიხილავს. თუმცა, გამორიცხული არც ისაა, რომ 23 წლის მამარდაშვილს „ბორნმუთში“ იჯარით თამაში 2023–24 წლების შემდეგაც მოუწიოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ზურა რა საყვარელია“ - სალომე ღვინიაშვილი მეუღლესთან ერთად რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს

⭕ „სილამაზის ეტალონი ხარ!“ - ბაბი კირკიტაძე უახლეს ფოტოებს გვიზიარებს

⭕ქუთაისში გოლიათი ბავშვი დაიბადა