Digest Logo

ლოცვა, რომელიც დღეს, ანდრიაობის დღესასწაულზე ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს

1747026355
წითელი პარასკევი

 12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს.

სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. გადმოცემის მიხედვით, წმინდა მოციქული პირველად დიდაჭარაში შემოვიდა.

ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:

ტროპარი: ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმიდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

ტროპარი: ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობაი მოანიჭოს, და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თალიბებმა ავღანეთში ჭადრაკი აკრძალეს

⭕ ესპანური მედია: დიდი ოსტატობის მატჩი, მამარდაშვილს როცა თამაშში ჩართვა უწევდა, ამას ლამაზი მოგერიებებით აკეთებდა