
„სალერნიტანას“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა „ჩიტადელასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლომდე იბრძოლებენ და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდმა სერია B-ში ადგილი შეინარჩუნოს.
„ვიმედოვნებ, ასე გავაგრძელებთ, გუნდში რთულ პერიოდში მოვედი, გუნდს უჭირდა, მე ასეთი ვარ, მინდა ბოლომდე ვიბრძოლო და ბედნიერი ვარ, რომ გუნდს ვეხმარები. მადლობა ფანებს მხარდაჭერისთვის, ისინი ფანტასტიკურები არიან.
ჯერ არაფერი დასრულებულა, ჯერ ადგილი არ შეგვინარჩუნებია და ბევრი რამაა გასაკეთებელი. ამ პლეი-აუტში ის გაიმარჯვებს, ვინც გუნდურად უკეთესი იქნება. გულშემატკივრებთან და ქალაქთან ერთად შეგვიძლია მიზნის მიღწევა, ყველაფერი ჩვენს ხელშია, ამ მატჩებისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ.
თამაში კარგად დავიწყეთ, რამდენიმე დუელი წავაგეთ, ეს უფრო ფსიქოლოგიური მომენტი იყო, რადგან ბევრ ფეხბურთელს გამოცდილება არ აქვს. მოედანზე ყველაფრის გასაკეთებლად გავედით, სერია B ასეთია, ბევრი არ არის მიჩვეული ამ ტიპის თამაშებს. ახლა, იმედი მაქვს, რომ პლეი-აუტში „სტადიო არეკი“ სავსე იქნება.
გოლი? ფერარი ჩემზე მეტად იღბლიანია, მაგრამ მეც ვცდი გოლის გატანას. მინდა, ამ მაისურით პირველი გოლი გავიტანო, შეიძლება ეს შემდეგ ჯერზე მოხდეს. სალერნო ძალიან თბილი, ვნებიანი ქალაქია, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ყველაფერი უნდა გავიღო ამ გულშემატკივრებისთვის, მათ უყვართ ეს გუნდი და ქალაქი“, - განაცხადა ლოჩოშვილმა.
შეგახსენებთ, ლუკა ლოჩოშვილი „სალერნიტანას“ იანვარში „კრემონეზედან“ იჯარით შეუერთდა და მას შემდეგ 19 მატჩი ჩაატარა. „სალერნიტანა“ სერია B-ში დასარჩენ პლეი-აუტში გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ 19-24 მაისს დაუპირისპირდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 დაბრკოლება „სასწორი“ - რა ექსტრემალური დავალების შესრულება მოუწია ანრი ჯოხაძეს „პეტრას ციხეში“?