Digest Logo

„მადლობა ჩვენს გმირ ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის!ყველაფერი წინ არის!“ - მამუკა მდინარაძე

1718774692
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„მადლობა ჩვენს გმირ ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის!!! ბრძოლა ბოლომდე!!! ყველაფერი წინ არის!!!და არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ასევე ისტორიული დღეა - საქართველომ, ისტორიაში პირველად ითამაშა და პირველი გოლიც გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე!!!“ - წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში თურქეთთან დამარცხდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 31-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 22 ივნისს, ჰამბურგში გამართავენ, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 „დედა მდარაჯობდა სკოლასთან...“ - რას ჰყვება დიზაინერი ფატუნა გიორგაძე

🎥 გაიცანით 7 წლის ლევანიკო ლომინაძე, რომელსაც არაჩვეულებრივად შეუძლია მელოდიების გამოცნობა

⭕„დათო ყიფიანის დაბადების დღეა... გამარჯვება დღეს ჩვენს ბიჭებს“ - რას წერს ზურა ხაჩიძე