
მომღერალი, ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
იგი ქართველ, საბჭოთა ფეხბურთელს და მწვრთნელს, აწ გარდაცვლილ დავით ყიფიანს დაბადების დღეს ულოცავს და ნაკრებს გამარჯვებას უსურვებს.
„დღეს დათო ყიფიანის დაბადების დღეა! მინდა მივულოცო მთელს საქართველოს!
ქართველი კაცისთვის „მე ვარ საქართველო” ნიშნავს სისხლის დუღილს და უკანასკნელ წუთამდე ბრძოლას - ამ სიტყვებში ჩანს მთელი ჩვენი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ.
გამარჯვება დღეს ჩვენს ბიჭებს და წარმატება ჩვენს ქვეყანას!“, - წერს ზურა ხაჩიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბეგიმ კბილებიც გაიხეხა, პირიც დაიბანა და ტანიც“ - რა კადრებს აქვეყნებს თბილისის ზოოპარკი
⭕დაგეგმილი მატჩის პერიოდში, ავტობუსების ნაწილი, პიკურ დროში, განსაზღვრული რაოდენობით იმოძრავებს