მასწავლებელს, რომელსაც ჯერ სიძე, შემდეგ კი ერთადერთი შვილი გარდაეცვალა და შვილიშვილს მარტო ზრდის, მოსწავლეებმა მანქანა აჩუქეს. ამაღელვებელი ამბავი სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ლალი იმერლიშვილი წლებია გალობას ასწავლის. ამბობს, რომ მოსწავლეებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. მისი დაბადების დღე არასდროს ავიწყდებათ და ყოველ წელს ღამის 00:00 საათზე მასთან სახლში მიდიან. წლევანდელი დაბადების დღე კი გამორჩეული იყო.
პედაგოგი ამბობს, რომ ამას კარგ სიზმარშიც კი ვერ ნახავდა. ლალი მასწავლებელს მანქანა აჩუქეს. თანხას კი 6 თვის განმავლობაში მისგან ფარულად აგროვებდნენ.
„წარმოუდგენელი სიხარული! მადლობა პირველ რიგში მამა გურამ და ჩემო საყვარელო მგალობლებო და ყველას მადლობა ვინც ეს სიხარული მომანიჭა!
წარმოუდგენელია!
მადლობა უფალს ყველაფრისთვის“,- წერს ლალი იმერლიშვილი.
ლალი იმერლიშვილს ერთი შვილიშვილი თეკლა ეკალაძე ჰყავს. თეკლა 3 წლის იყო, როცა მამა ზღვაში დაეხრჩო, რამდენიმე წლის შემდეგ, კი დედას თავში ანევრიზმა გაუსკდა და დაიღუპა. თეკლას ზაჰესში ბებია ზრდის.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„შვილმა უფრო დიდი მოტივაცია მომცა... ვცდილობ, ეს გრძნობა მოედანზე გადავიტანო და ამიტომ ჩემს გოლებს ვუძღვნი მას...ჩემი მთავარი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია“ - ხვიჩა კვარაცხელია
🎥 ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში ველოსიპედით გაისეირნა
⭕ბიძინა ივანიშვილის მიერ კრისტის აუქციონზე შეძენილი იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოშია