მსახიობმა ნანუკა გულუამ რამდენიმე წლის წინ, შემთხვევით გაიგო, რომ მას ბიოლოგიური ძმა ჰყავს.
როგორც ცნობილია, გაშვილებული ბავშვი 1977 წლის 30 აპრილს დაიბადა და ვიქტორი ჰქვია. იგი დაბადებიდან ერთ კვირაში გააშვილეს.
ნანუკა გულუა გადაცემის „ვეძებ“ სტუმარი იყო, სადაც ნახევარ ძმის ისტორიაზე დეტალურად ისაუბრა:
„ვერსიად ვიცოდი, რომ სადღაც გვყავდა ძმა, დედაჩემმა დაზუსტებით იცოდა და მთელი ცხოვრება ეძებდა. ცალკე მამაჩემი ეძებდა. ახლა მე გავაგრძელე მათი გზა.
როცა ეს ამბავი მოხდა, ჩემი ძმის დედაც და მამაც პატარები იყვნენ. მამაჩემი ფინანსურად ძლიერი იყო, რამაც გააძლიერა სურვილი, რომ შვილი მოეძებნა, სულ ედარდებოდა, უზომოდ კეთილი და წესიერი ადამიანი იყო, გულში სულ ჰქონდა შვილის პოვნა და დახმარება. ახალი დაოჯახებულები იყვნენ როდესაც დედამ ეს ამბავი გაიგო, მამასგან არ გაუგია, მეზობელმა უთხრა, სანამ გაჰყვებოდი ცოლად, ეს ამბები ტრიალებდაო. დედამაც დაიწყო ჩემი ძმის მოძებნა, ისე რომ მამამ არ იცოდა და მოტივი იყო, რომ თუ უჭირს და ხელმოკლე ოჯახშია, დავეხმარები და სწავლას მაინც დავუფინანსებო.
90-91 წლებია და მამა გახდა ძალიან ცუდად, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და კლინიკაში სანახავად მივედით. მკვეთრად მახსოვს ორი ამბავი ამ დღიდან: ერთი - იმავე ოპერაციას იკეთებდა ვიღაც კაცი, რომელსაც ფული არ ჰქონდა და მამამ გადაუხადა, შემდეგ მომანათლინეს ამ კაცის შვილი და ვეძებ ამ ნათლულსაც.
მეორე ისტორია: მამას რაღაც ფოტო აჩვენეს. როდესაც ჩვენ დაგვინახა ეს ფოტო ბალიშის ქვეშ ჩადო. მამიდაჩემმა მიუტანა ეს ფოტო. არ აღმოჩნდა ეს ბავშვი, მაგრამ მახსოვს, მამიდამ უთხრა - შენი ბიჭიაო. მახსოვს მამაჩემის სახე ამ ფოტოზე და ყველა შეგრძნება ერთად მქონდა: ეჭვიანობა, შიში, ამერია ყველაფერი, რომ რატომ უყურებდა მამაჩემი სიყვარულით ვიღაც ბავშვს. დაბადებიდან ვაღმერთებდი მამაჩემს და ვერ ავიტანე ეს მზერა.
არასდროს მისაუბრია მამასთან ამ თემაზე, ვერ გავუბედე, ვერ ვანერვიულე. როცა მამა გარდაიცვალა, მაშინ გამიმძაფრდა სურვილი მეპოვა მამაჩემის მსგავსი, იმდენად დიდი ტრაგედია იყო ჩემი ოჯახისთვის მამას გარდაცვალება, რომ ძალიან მინდოდა მისი შვილი მეპოვა.
ახლა ჩემი ძებნის მოტივი შეიცვალა. ყველაფრისთვის მზად ვარ. შიშმა შემიპყრო, რომ ჩემი ძმა შეიძლება სადმე აქვე იყოს და მისი და ჩემი შვილი ცხოვრების რაღაც ეტაპზე შეიძლება გადაეკვეთონ, საქმე გვქონდეს ინცესტთან და რაღაც უბედურებასთან.
მოვიკრიბე ძალა და მე ვესაუბრე ჩემი ძმის დედას, ურთულესი იყო ძალიან გამიჭირდა“, - ამბობს ნანუკა გულუა.
ვრცლად, იხილეთ ვიდეოში👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პირველი წინა საახალწლო განწყობა იოჰანთან ერთად“ - სოფია კვინიკაძის ოჯახური ფოტოები
🎥 „მიხარია რომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე, გილოცავ...“ - ევა ბარბაქაძე 24 წლის გახდა