დედამიწა დადებით ენერგოველშია, რის გამოც საერთო სიტუაციები დასტაბილურდება, თუმცა მიმდინარე კვირაში რამდენიმე საინტერესო ასტროლოგიური მოვლენა გვაქვს, რაზედაც გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და რეკომენდაციები გაგვიზიარა.
მისი თქმით, 10-16 ნოემბრის კვირაში 3 გეომაგნიტური დღე გვაქვს, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას უნდა მივაქციოთ:
„დედამიწა დადებით ენერგოველშია, შედარებით მშვიდდება სიტუაცია, გარემო, ურთიერთობებს ჰარმონიული ელფერი ეძლევა, ურთიერთგაგებაც შედარებით მაღალია, ასევე წარმატების ფაქტორიც.
პატარა ხინჯი მაინც გვაქვს, მერკური უკუმავალია. ეს ნიშნავს, რომ ახალი საქმე ნაკლებად და დაუბრუნდით ძველ საქმეებსო. გააანალიზეთ, დაფიქრდით, რა შეცდომები იყო და გამოასწორეთ.
26 ნოემბრამდე პერიოდი იქნება დადებითი.
გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე: სამშაბათი, ოთხშაბათი და კვირა. ეს ახალგაზრდებს ნაკლებად აწუხებს, ხანდაზმულები კი ძალიან რეაგირებენ. გარკვეული პროფილაქტიკა საჭიროა წნევის მიმართ. თუ წნევა მაღალი გაქვთ, ოქრო არ გაიკეთოთ. თუ წნევა დაბალი გაქვთ, ოქრო გაიკეთეთ, მაღლა წევს.
11 ნოემბერს, იუპიტერი (გამარჯვების მმართველი პლანეტა) ხდება უკუმავალი. აქვს თავისი მინუსებიც და პლუსებიც. გვაბრუნებს წარსულის საქმეებში. თუ რომელიმე ქვეყანაში წასვლას ოცნებობთ, სადაც წლების წინ უკვე იყავით, ახლა საუკეთესო დროა წასვლისთვის. სპორტში ძველ მეთოდოლოგიებს გაიხსენებენ.
როგორ იგრძნობენ ზოდიაქოს ნიშნები კვირის დადებით ტენდენციებს:
ვერძი - განწყობა გაუმჯობესდება, ოპტიმიზმი მოიმატებს, პრობლემური საკითხები მოგვარდება. გაუმჯობესდება პარტნიორული ურთიერთობა. კოსმოსიდან ერთი რამ მოგეთხოვებათ: ენაზე კბილის დაჭერა! საიდუმლოს დაცვა. სათანადოდ შეფასდება თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. სასიკეთო ცვლილებების დროა.
კურო - მდგრადი, ენერგიული, აქტიური, მებრძოლი და იღბლიანი ხართ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ფულს! ბევრი ცდუნებები გექნებათ, რის გამოც შესაძლოა, ფული არასწორად დახარჯოთ. კარგად გაიაზრეთ ღირს თუ არა ეს ინვესტიცია და კაპიტალ დაბანდება.
ტყუპები - ერთ-ერთი რის მიმართაც კონტროლი გმართებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობაა! შესუსტებულია იმუნიტეტი, ადვილად იღლებით, არადა წარმატებული პერიოდი გაქვთ, საქმიანი, ბიზნესი, ფულიც შემოდის, კონტაქტებიც გაქვთ, მაგრამ ამისთვის ენერგია აღარ გყოფნით და იღლებით. ამიტომ საჭიროა შეათავსოთ დასვენება და საქმე.
კირჩხიბი - ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხართ! ენერგოტონუსი მაღალია, შარმიანი ხართ. ინტუიცია ზე-მდგრადი, შესაძლებლობებით აღსავსე კვირა გაქვთ, შეხვედრები, მოლაპარაკებები, ლატარიაში მონაწილეობა იქნება მოგებიანი. თქვენი აღიარების პერიოდია.
ლომი - თქვენს კრიტიკას სხვები მშვიდად მიიღებენ, საკონფლიქტო სიტუაციები აღარ გექნებათ. იდეების რეალიზაცია წინ წავა, კარგი შესაძლებლობები გექნებათ. შეინარჩუნეთ ოჯახის წევრებთან ჰარმონიული, სტაბილური ურთიერთობა. მეტი დრო გაატარეთ სამშობლოში.
ქალწული - ყველაფერი გამოგდით, ენერგოტონუსი მაღალია, შარმიანი, მიმზიდველი, მშრომელი, ორგანიზატორი ხართ. ყველაფერი გამოგდით, გაქვთ გადასარევი იდეები, რაც სხვებს დააინტერესებთ. ფინანსური კუთხითაც გადასარევი პერიოდია, ამიტომ იაქტიურეთ!
სასწორი - მთავარი პრობლემა ფინანსებია, თავი დაანებეთ ზედმეტ ხარჯს! ფინანსები შემოგდით, პრემიები, ბონუსები, მაგრამ უაზროდ ხარჯავთ, ამის ტენდენცია გაქვთ. შეამცირეთ ფინანსური ხარჯები. სხვა მხრივ პერიოდი კარგია.
მორიელი - რა გაუძლებს ახლა მორიელს. არნახული ენერგია, შარმი, მებრძოლი სულისკვეთება, უშიშარი და ამას გაძლება ხომ უნდა, წუთით არ მოგასვენებს, ყველაფერი ერთად უნდა. აღარ გაკმაყოფილებთ ჩვეულებრივი ცხოვრება. წამოვა სარკასტული, გესლიანი გამონათქვამები. მოხვდებით საყოველთაო ყურადღების ცენტრში. ყველგან გაქვთ წარმატების შანსი. ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი ხართ ამ კვირის.
მშვილდოსანი - პერსპექტივები გამოგიჩნდებათ, გაქვთ მხარდაჭერა, რაც საშუალებას გაძლევთ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ ეს ყველაფერი გადაღლის გარეშე უნდა გააკეთოთ, რადგან იმპულსურობა თქვენში იმატებს.
თხის რქა - აი, ვინ არის ერთ-ერთი წარმატებული, აქტიური, ინიციატივიანი ნიშანი. ყველაფერი გამოგდით, ლიდერი, ორგანიზატორი ხართ. კარგი პერიოდი გაქვთ ქორწინებისთვის, ახალი ადამიანების გასაცნობად. წარმატების ფაქტორი ყველა სფეროში არნახულად მაღალი გაქვთ.
მერწყული - ენერგოტონუსი ცოტა დაბალია, ჯანმრთელობაც არამდგრადი. ადვილად იღლებით, ამიტომ ეს ხელს შეგიშლით. გაქვთ კარგი ფინანსური შემოსავლები, შეიძლება იყიდოთ აგარაკი, უძრავი ქონება, შეიძინოთ ბინა და ა.შ. სიახლეების, მოულოდნელობების დროა.
თევზები - მესამე ფავორიტი ნიშანი ხართ! ენერგოტონუსი მაღალი, ჯანმრთელობა მდგრადი, განწყობა მშვენიერი. ინტუიცია გაგიძლიერდებათ და სწორ არჩევანს გააკეთებთ. ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ გადაწყდება, მივლინება უცხოეთში იქნება წარმატებული, საიდანაც ფინანსურ შესაძლებლობებს მოიზიდავთ“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემო მონატრებულო მეგობარო, ძალიან სევდიანია ეს დღე“ - ლევან ჩხაიძე (ჯაკო) 40 წლის გახდებოდა