Digest Logo

„მამაკაცებმა უნდა შეწყვიტონ ამ თემაზე დაცინვა...“ - მაია ასათიანი მენოპაუზის სტიგმაზე

1792751823
მაია ასათიანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი და გინეკოლოგი ბელა მეტრეველი გადაცემა „მედგიდის“ სტუმრები იყვნენ, სადაც ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ხშირად სტიგმატიზებულ პერიოდზე - მენოპაუზაზე, მის მართვასა და არსებულ მითებზე ისაუბრეს.

როგორც მაია ასათიანი აღნიშნავს, საზოგადოებაში მენოპაუზასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს მცდარი სტერეოტიპები და შიშები, თუმცა ეს სრულიად ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, რომელიც სწორი მიდგომითა და მედიცინის თანამედროვე მიღწევებით სრულიად კომფორტულად ილევა:

„ეს არის სტიგმა და, სამწუხაროდ, მამაკაცების მხრიდან ქალების მიმართ დასაცინი თემა. ხშირად ახალგაზრდა ქალბატონებიც დასცინიან ჩვენი ასაკის ქალებს, არადა სრულიად ჩვეულებრივი ბიოლოგიური პროცესია, რომელსაც მენოპაუზა ჰქვია და ამაზე არავინ საუბრობს...

მამაკაცებს ვეტყოდი: ეს არის ჩვეულებრივი ბიოლოგიური პროცესი, ის თქვენც გექნებათ {ანდროპაუზა} და შეწყვიტეთ ქალბატონების დაცინვა ამასთან დაკავშირებით! სწორი მკურნალობისა და მართვის შემთხვევაში, არავითარი ალები და შეშუპება არ იქნება.

მენოპაუზა არ არის დასასრული, ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი. 21-ე საუკუნეში მედიცინამ იმდენად წაიწია წინ, რომ ქალს შეუძლია თავი იგრძნოს შესანიშნავად, არ ჰქონდეს დისკომფორტი და შეინარჩუნოს ახალგაზრდული ენერგია. მთავარია, თემა არ იყოს ტაბუირებული და დროულად მივმართოთ ექიმს“, - აღნიშნავს მაია ასათიანი.

თავის მხრივ, ექიმმა გინეკოლოგმა, ბელა მეტრეველმა განმარტა, თუ რა ცვლილებები ხდება ორგანიზმში ესტროგენების ვარდნის ფონზე და რატომ არის მნიშვნელოვანი პრევენციული ზომები და რეგულარული სკრინინგი:

„მენოპაუზა დადგენილად ითვლება მაშინ, როდესაც ციკლი 12 თვის განმავლობაში არ აღინიშნება, თუმცა პერიმენოპაუზური პერიოდი წინ უსწრებს ამ პროცესს. სწორად დანიშნული ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია ან ფიტოპრეპარატები ექიმის მკაცრი კონტროლით ქალებს საშუალებას აძლევს, ეს გზა მარტივად და უმტკივნეულოდ გაიარონ“, - აცხადებს ბელა მეტრეველი.

✕