Digest Logo

🎥 „მამას არ უნდა უთხრა „ნუ მეფერები!“...საერთოდ არ ვგავარ მამაჩემს, არანაირი თვისებით, მორიდებული კაცი იყო“ - დათო ლიკლიკაძე

1722197993
დათო ლიკლიკაძე

მსახიობი, ჟურნალისტი და ახლა უკვე გიდიც, დათო ლიკლიკაძე ყველასთვის საყვარელი და სასურველი სტუმარია. მისი გამჭრიახი და სხარტი იუმორი მაყურებელმა მაშინვე აიტაცა, როდესაც იგი სატელევიზიო შოუებში გამოჩნდა.

დათო ლიკლიკაძე ამჯერად სტუმრად გადაცემა „ნოესთან“ იმყოფებოდა, მამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამას ბევრჯერ დაწყვიტა გული და ბოდიში უამრავჯერ მოუხადა.

„დათო ლიკლიკაძე არის ცრემლის კაცი, რომელიც მეგობრობს ცრემლთან. ხშირად ტირის ყველაფერზე უკვე ამ ბოლო დროს. მამა-შვილი რომ მიდიოდეს ქუჩაში შეიძლება იმაზე დავიწყო ტირილი. ახალგაზრდა ვიყავი, მამა რომ დამეღუპა და მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. 24 წლის ვიყავი.

ვერ შევეგუე და ვერ გადავხარშე მისი არ ყოფნა. რამდენი დრო გავიდა და რამდენი კარგი მოხდა ცხოვრებაში, თუმცა ეს ყოველთვის მტკივნეულად მახსენდება. მამა იამაყებდა დღეს ჩემით, იმიტომ რომ მამამ, რაც დამიტოვა კი არ ავაშენე, არამედ დავაშენე იმ ყველაფერს ზემოდან. დამიტოვა სახელი, სახლი სადაც დავიბადე და გავიზარდე. მის შემდეგ ბევრი სახლი ვიყიდე.

საერთოდ არ ვგავარ მამაჩემს, არანაირი თვისებით, მორიდებული კაცი იყო, გამარჯობის შემდეგ არასდროს არ აქვს ნათქვამი როგორა ხარო. არ შეაწუხებდა არავის. მე ასეთი არა ვარ, რომ გეტყვი გამარჯობას მთელ სხეულში დაგივლის, არ მოგეშვები სანამ არ გაგრძნობინებ.

სანამ გარდაიცვლებოდა იმ წელს, უკვე დაუძლურებული მის ოთახში იყო წამომჯდარი და მუხლზე მკიდებდა ხელს კალთაში უნდოდა დავესვი. მეთქი პატარა ბავშვი ხომ არა ვარ-მეთქი. 24 წლის ბიჭი ვიყავი და არ მოვაფერებინე თავი, რომ გარდაიცვალა კი განვიცდიდი, მაგრამ რაც შვილი შემეძინა უფრო განვიცდი. იმიტომ რომ ჩემმა შვილმა რომ მითხრას, ნუ მეფერებიო შეიძლება გავგიჟდე.

ჩემი ცხოვრებით ბევრჯერ მოვიხადე ბოდიში, ყველა მოვლენაში მამაჩემია ჩარეული. ჩვენ გვაქვს კავშირი“, - იხსენებს დათო ლიკლიკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა კავშირები აქვს საქართველოსთან ბლენჰეიმის ისტორიულ სასახლეს?

⭕ადიგენში საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

⭕„შეგვაძლებინოს უფალმა, ვიცხოვროთ ნამდვილი ადამიანისთვის შესაფერისი ცხოვრებით, ვიცხოვროთ ქრისტეში, ღმერთში და იმ საღვთო ძალასთან ერთად, რომელიც ადამიანს აძლევს ყოველივე საუკეთესოს“ - მეუფე შიო