Digest Logo

მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება

1659418904
მამუკა ონაშვილი

მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, 16:00 საათიდან სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება. მომღერლის ცხედარი ტაძარში გვიან ღამით გადაასვენეს.

55 წლის მამუკა ონაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერალი და მსახიობი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.