Digest Logo

🎥 „მამულიჩა ინგლისურად კარგად საუბრობს, მე მეგრულად“ - ლელა წურწუმია

1712824306
ლელა წურწუმია

მომღერალი ლელა წურწუმია გადაცემა „ნიკოლოზის კითხვებში“ კახი მამულაშვილთან ურთიერთობაზე ჰყვება.

„ალბათ, რომ დავფიქრდი და მივხვდი, რომ დაოჯახება ხელს არ შემიშლიდა იმიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ჩემთვის ჩემი პროფესია ყოველთვის პრიორიტეტული იყო. გამართლება ჰქვია იმას, რომ მამულიჩა შემხვდა. ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს მე ამ მოცემულობით ვყოფილიყავი ჩემს ქვეყანაში. მე იგი თავიდან არ მომწონდა, რადგან ოჯახი ჰყავდა.

ხშირად ვკამათობთ ხოლმე. უყვარს, როცა შენიშვნებს მაძლევს. თითქმის ყველაფერში ერევა. მუსიკალურადაც ცდილობს საკუთარი ვერსიები გამაკეთებინოს. ძალიან ნიჭიერი ადამიანია ინგლისური იცის ძალიან კარგად, მე კიდევ მეგრული. ერთხელ ტექნიკურმა კარგად ვერ გამიკეთა ყური, მამულიჩა მოვიდა და ორივე მომხსნა ამაზე გავბრაზდი. ისეთი რაღაცები ვაკეთე ცხოვრებაში არ გამიკეთებია. როცა კონცერტი დამთავრდა ისეთი გაბრაზებული ვიყავი, მამულიჩა ოთახში ვერ შემოდიოდა“, - ამბობს ლელა წურწუმია. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„გონზე არ ხართ იმ კანონში რა წერია, თქვენ რომ რუსულს ეძახით - დროა გამჭვირვალე იყოს, ვინ რას სჩადიხართ, კარგად გამოჩნდება ქვეყნის მტრები და რუსეთის მეხოტბეები“ - ნინო კვაჭანტირაძე

⭕„ჩემი ლამაზი გოგოს დაბადების დღეა! შენ იმსახურებ ყველაფერს კარგს და გექნება კიდეც!“ - ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძეს დაბადების დღეს ულოცავს

⭕აშშ-ში 28 წლის ბიჭს ეძებენ