Digest Logo

„მანანა ჯაჭვაძეს 10-დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ, მის პატარა ანგელოზს გიორგის, ჯერჯერობით, ვერ“ - რას წერს შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილზე ოჯახის წევრი

1691991154
შოვის სტიქია

პატარა გიორგისთან ერთა მყოფი მისი დედა მანანა ჯაჭვაძე და ბებიას მარინე ხორბალაძე მაშველებმა  გარდაცვლილები იპოვეს.

მანანა ჯაჭვაძეს, რომელსაც 10-დღიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს, 15 აგვისტოს დაკრძალავენ.

„შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ჩვენი ოჯახის წევრს, მანანა ჯაჭვაძეს 10-დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ…( მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ)

მანანა დასვენებულია რუსთავში, მის: ყაზბეგის 2 გასასვლელი N:9, პანაშვიდი ორშაბათს 14 აგვისტოს, გადასვენება სამშაბათს 15 აგვისტოს 12 საათზე რუსთავიდან, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, დაკრძალვა 2 საათზე.

ყველას დიდი მადლობა სამძიმრისთვის და ამ ტკივილის გაზიარებისთვის.

უფალმა გაგვაძლიეროს ამ მძიმე დროს…“, – წერს გიორგი ხორბალაძე სოციალურ ქსელში.

2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიური უბედურების შედეგად 24 დაღუპულს გლოვობს ქვეყანა. 9 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის არიან ბავშვები. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ხანდახან მრცხვენია, რომ გადავრჩით” - მარიამის, შოთას და კოტიკოს ამბავი შოვიდან

🎥 „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთთან სარეკორდო გამარჯვება შოვში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს

🎥 „დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, იმის მერე არავის გვინახავს - ლუსი ახლობლებთანაა, ისევ სჯერა, რომ დედა კანფეტზეა წასული...“ - სოფო ბაკურაძის ნათესავი