ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა.
გია სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
გია გადაცემის „იმუნიტეტი“ სტუმარი იყო, სადაც მან ახალი წლის დღეებზე ისაუბრა:
„საერთოდ არ ვარ გურმანი, ოღონდ ახალ წელს 20 კაცმა მიმიპატიჟა მეკვლედ და მთელი ღამე დავდიოდი და ვჭამდი. ხაჭაპური, ბადრიჯანი, იმდენი ნამცხვარი ვჭამე. მაქვს დიაბეტი, თითქოს გავუკეთე ჩემს თავს საჩუქარი.
კარგი ფეხი რომ არ მქონდეს, ხომ არ დამპარტიჟებდნენ... მეკვლე რომ კარგი გულით მოდის, ის უნდა გააბედნიერო და კარგი საჩუქარი აჩუქო.
იმდენად მინდა, რომ ადამიანები კარგად იყვნენ, რა ჯობს იმას, რომ ბედნიერი ხარ“, - ამბობს გია ჯაჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სამწუხაროდ ახალი ვირუსი ვრცელდება – Mpox... მთავარი საფრთხეა“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე