Digest Logo

🎥 „მადლობა იმისთვის, რომ მასწავლე უპირობო სიყვარული, როგორ წარვმართო ცხოვრება და როგორ არ გავბოროტდე“ - ნუცა ბუზალაძის მილოცვა დედას

1736606018
ნუცა ბუზალაძის დედა

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ 2024 წელს საქართველოს სახელით წარდგა და ამერიკული შოუ American Idol-ის მონაწილეც იყო, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

ამჯერად, მომღერალი დედას დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს:

„ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საყვარელი ადამიანის დაბადების დღეა. ჩემო ლამაზო, ყველაზე კეთილო, ყველაზე საყვარელო დედიკო, გილოცავ დაბადების დღეს! ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ ყოველთვის მყავდე ბედნიერი, ღიმილითა და სიხარულით სავსე და რაც მთავარია, ჯანმრთელი. ვინც იცით ჩემი და დედაჩემის ურთიერთობა, იცით, რომ მასზე ახლო საუკეთესო მეგობარი არ მყავს. ნამდვილად ვარ იღბლიანი ადამიანი მარტო იმიტომ, რომ დედას გეძახი. შენ ხარ ის ადამიანი ,ვისთან ერთადაც მე ძალიან ბევრი სირთულე და რთული პერიოდი გავიარე, შენ ხარ ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამარჯვებები და სიხარული განვიცადე და სწორედ ამიტომ ახლა ვცხოვრობთ იმ ცხოვრებით, რომელზედაც ყოველთვის ვოცნებობდით.

მე ვთვლი, რომ ეს დამსახურებულად დავიმსახურეთ. წინ ზუსტად ვიცი, რომ უფრო დიდი სიხარული და ბედნიერება გველოდება ერთად. მადლობა იმისთვის, რომ მასწავლე უპირობო სიყვარული, მასწავლე, როგორ მიყვარდეს ცხოვრების ყოველი წუთი, როგორ წარვმართო ცხოვრება და როგორ არ გავბოროტდე, ვიარო მტკიცედ ჩემი მიზნისკენ, მადლობა დედა!😍 მიყვარხარ“, - წერს ნუცა ბუზალაძე.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/642622421622648

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვენი მთავრობა სწორად მორგებული მოდელია საქართველოსთვის, ყველაფერს ირჩევს უფალი!“ - ცირა კუპრაშვილის მორიგი წინასწარმეტყველება

ეს რიტუალი ფინანსური კეთილდღეობისთვის 13-14 იანვარს უნდა გაკეთდეს

🎥 „მათ იუმორის გარეშე არ შეუძლიათ“ - თაკო მელიქიშვილი ყველაზე მხიარულ 3 ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს