Digest Logo

🎥 მარადიული სიყვარულის ნიშნად შექმნილი ბაღი - 63 წლის მებაღის სიყვარულის ისტორია და ყვავილები, რომელიც დაღუპულ მეუღლეს ეძღვნება

1684740521
63 წლის მებაღე

„თუ გინდა, რომ მთელი დღე კარგ ხასიათზე იყო, დალიეო, თუ გინდა, რომ წლების განმავლობაში კარგად იყო, ოჯახი შექმენიო და თუ გინდა სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერი იყო, მაშინ ბაღი გააშენეო. 

59 წლის ასაკში გავხდი პროფესიონალი მებაღე, ეკონომისტი კაცი.

მცენარეს ვერ გამოვარჩევ, ყველა მიყვარს. ყველა ნაირასთან ასოცირდება და ჩემი მეუღლის სახელზე ვუვლი ყველას. 

ნაირას გარდაცვალების შემდეგ 6 წელი გავიდა და მინდოდა მისი სახელი ყოფილიყო, რადგან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული“, - ამბობს 63 წლის მებაღე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.