Digest Logo

🎥 „სად წახვედი, რატომ შვილო... ამბობდა, მე ცოლი და შვილი არ მეყოლებაო“ - ლევან აბაშიძის დედის ემოციური ინტერვიუ გარდაცვლილი შვილის 60 წლის იუბილეზე

1684739928
ლევან აბაშიძის დედა

ლევან აბაშიძის დედას, ისტორიკოს  მანანა ხიდაშელს შვილზე საუბარი ყველაზე მეტად უჭირს. ამ მიზეზით სატელევიზიო ინტერვიუებსაც იშვიათად თანხმდება, მაგრამ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ უარი მაინც არ უთხრა და დასთანხმდა საზოგადოებას გააცნოს ისეთი ლევანი, როგორსაც მხოლოდ დედა იცნობდა.

„სულ არ ჰქონდა თავში ავარდნილი, არ ჰქონდა იმის განცდა, რომ ასეთი ლამაზია, ნიჭიერია. რაღაც ფილმში იღებდნენ, ჩოხაში და ძალიან მოსწონდა და უთქვამს მაჩუქეთო, სახლშიც იმით დადიოდა.

სადმე რომ მივდიოდი შემამოწმებდა როგორ მეცვა. იყო ძალიან ყურადღებიანი. ეს იყო ძალიან უცნაური - დედაო, თმებს შეიღებავო? ვუთხარი, არ ვიცი ლევან, ალბათ შევიღებავ, ჯერ არ მჭირდება -მეთქი. დამპირდი, რომ არ შეიღებავო. მე ვუთხარი არ დაგპირდები -მეთქი, მაშინ მე ისე გავაკეთებ, რომ შენ თმები არ შეიიღებოო მითხრა. 

ამბობდა, მე ცოლი და შვილი არ მეყოლებაო“, - ამბობს ლევან აბაშიძის დედა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ტრაგედიის შემდეგ მინდოდა ჩემი თავის შესაძლებლობები გამეგო, რა დარჩა იქიდან, რაც იყო. ნისლში გამხვია...“ - ნიკოლოზ წულუკიძის ემოციური ინტერვიუ

🎥 ნანუკა სტამბოლიშვილმა თურქეულ სერიალში ქართული სიმღერა იმღერა - „ყოველ სნეულებაზე, სიყვარული ძნელია...“

🎥 ნუცა ბუზალაძემ კაილი მინოუგთან ერთად იმღერა - კადრები ამერიკის ვარსკვლავის ფინალიდან