
20 აგვისტოს ქობულეთის შემოვლით გზაზე, უმძიმეს ავარია მოხდა, დაღუპულია 4 ახალგაზრდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ლაშა ქირია, თაკო შულაია, ლიზი გერგედავა და მარიამ დოხნაძე ემსხვერპლნენ.
ახალგაზრდები ზუგდიდიდან იყვნენ.
დაშავდა მეორე მანქანაში მყოფი სამი ადამიანი, რომლებიც ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს. ავარიის შედეგად ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
ერთ-ერთი გარდაცვლილის, მარიამ დოხნაძის შესახებ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს კომპანია „ნეოტექი“, სადაც იგი მუშაობდა.
„გულისტკივილით გაცნობებთ, რომ გუშინ, უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა ჩვენი ძვირფასი კოლეგა და მეგობარი - მარიამ დოხნაძე.
მარიამი 2022 წელს, სულ 19 წლის ასაკში შემოუერთდა „ნეოტექის“ გუნდს.
მას შემდეგ, თავისი პროფესიონალიზმით, სიკეთითა და სილაღით, მან თანამშრომლების, პარტნიორებისა და მომხმარებლების სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
მარიამი იყო ჩვენი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი - ნათელი, ენერგიული და გულთბილი ადამიანი, რომლის ადგილი არასდროს შეივსება.
„ნეოტექის“ გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მარიამის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მას იცნობდა და უყვარდა.
ასევე, გულწრფელად ვუსამძიმრებთ ყველა იმ ახალგაზრდის ოჯახს და ახლობლებს, ვინც ამ ტრაგიკულ ავარიას ემსხვერპლა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ წერილში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ის, ვინც გარდაცვლილებს აგინებს, ცოცხლებს შეურაცხყოფს“ - რას წერს გია მურღულია
⭕„ნიჭიერების გარდაცვალება სხვანაირად მტკივნეულია…“ - ნატო გელაშვილი მამუკა ჩარკვიანზე