მსახიობ მარინა ჯანაშიას კვირას, 30 მაისს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
მარინა ჯანაშიას პანაშვიდები 28 და 29 მაისს გაიმართება, 30 მაისს 14:00 საათზე კი მსახიობს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენებენ.
მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.