Digest Logo

მარნეულში ნაწამები ცხოველი დაიღუპა - ბრალდებული პირი დაკავებულია

1704779199
ლენტალენტა

მარნეულში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებული პირი დაკავებულია. 

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, მარნეულის პოლიციასთან მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები შეიკრიბნენ. ისინი ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.

როგორც მარნეულის პოლიციის უფროსმა გიორგი ნავროზაშვილმა მოწმეების ჩვენების საფუძველზე მედიასთან განაცხადა, ნაწამები ცხოველი დაიღუპა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „11 იანვარი მნიშვნელოვანი თარიღია...“ - როგორია მთელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის? 

🎥 როგორ შევხვდეთ 14 იანვარს და ბედობას? - ეზოტერიკოს ნინა სუსლოვას რჩევები