მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.
ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.
საპატრიარქოს ცნობით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მაკა კვიციანმა მეოთხე შვილი მონათლა - კადრები წვეულებიდან
⭕„რა ლამაზია ქალი სწორი მამაკაცის გვერდით“ - შორენა ბეგაშვილი ახალ ცეცხლოვან კადრებს გვიზიარებს