ქუთაისში, რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონში გადავარდნილი ავტომობილიდან მაშველებმა ორი კაცის ცხედარი ამოასვენეს.
ნაპოვნი და მდინარიდან ამოტანილია ავტომობილიც.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა.
ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ მყვინთავები, სამაშველო სამსახურის, სასწრაფოსა და პოლიციის ეკიპაჟები.