Digest Logo

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გონებამახვილი სამი ნიშანი

1713594954
ჰოროსკოპი

რა თქმა უნდა, ზოდიაქოს თითოეული ნიშანი თავისებურად უნიკალურია, მაგრამ მათგან ეს სამი გონებამახვილობით გამორჩეულია:

მერწყული

მერწყულებს სატურნი მფარველობს, ამიტომ დამარცხებას ვერ ურიგდებიან.

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ბრბოსთან შერწყმა არ სურთ. ისინი დინების საწინააღმდეგოდ გაცურავენ, რომ სამყაროში საკუთარი ადგილი შექმნან.

მერწყული ზოდიაქოს ყველაზე მომთმენი ნიშანია. ისინი ზეწოლას არ ემორჩილებიან, ლოგიკურად აზროვნება და პრობლემების გადაჭრა შეუძლიათ. ამ უნარების გათვალისწინებით, მათთვის ადმინისტრაციული თანამდებობები ყველაზე შესაფერისია.

თუ მერწყული მოქმედებას დაიწყებს, მისი შეჩერება შეუძლებელია.

ქალწული

ქალწულს ისე შეუძლია თქვენი სამყარო გაანათოს, როგორც არავის.

ქალწულს ცოდნის წყურვილი ამოძრავებს, ცდილობს შეისწავლოს ყველაფერი, რაც ნამდვილად აინტერესებს და სურვილის შემთხვევაში ამ დარგის ექსპერტი ხდება.

ქალწულს თუ რაღაც მოსწონს, მასში მთლიანად ეფლობა და ეს ურთიერთობებსაც ეხება. ზოდიაქოს ეს ნიშანი გამუდმებით ცდილობს, რომ ყველაფერში საუკეთესო იყოს.

თუ ქალწულმა ვინმე შეიყვარა, მისთვის ყველაფერს გააკეთებს.

მორიელი

მორიელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობისმოყვარე ნიშანია, რომელიც თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ ყველაფერი ყველაზე სწრაფად გაიგოს.

მახვილი გონებისა და კარგი ინტუიციის გარდა, მას თავში ვიკიპედია აქვს, ამიტომ ნებისმიერი ადამიანის მოტყუება შეუძლია, თუმცა ამ თვისებას იშვიათად იყენებს.

მორიელს ზოგჯერ დაუფიქრებელი და იმპულსური მოქმედებებიც ახასიათებს, თუმცა პასუხისმგებლობას არასოდეს გაურბის და მზადაა, საკუთარი შეცდომებისთვის პასუხი აგოს.

მორიელი ძალიან ქარიზმატულია, რაც ახალი მეგობრების შეძენაში და პოპულარობაში ეხმარება, თუმცა, როგორც კი ჭკუის სწავლებას იწყებს, მეგობრებს კარგავს.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕თიკა ჯამბურიას უახლესი ფოტოები - როგორ ატარებს დროს მომღერალი შვილთან და რჩეულთან ერთად

🎥 „ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედან, არ მჭირდებიო...“ - რას ჰყვება გიორგი წიტაიშვილი

⭕„მოიმღერმოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე“- რას წერს ნინო ნადირაძე