Digest Logo

„მატჩის წინ ასარჩევად ორი ვარიანტი გვქონდა: ან საბერძნეთთან ბოლომდე გვებრძოლა და მთელი ენერგია ჩაგვედო, ან გვეფიქრა ჯანმრთელობაზე“ - ალექსანდრ ჯიკიჩი

1756655242
ალექსანდრ ჯიკიჩი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტზე საბერძნეთთან 53:94 დამარცხდა. ნამატჩევს საინტერესო კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა:

„მატჩის წინ ასარჩევად ორი ვარიანტი გვქონდა: ან საბერძნეთთან ბოლომდე გვებრძოლა და მთელი ენერგია ჩაგვედო. ან გვეფიქრა ჯანმრთელობაზე, ენერგიის დაზოგვაზე და აქცენტი გადაგვეტანა ბოლო ორი მატჩის მოგებაზე (ბოსნია-ჰერცეგოვინასა და კვიპროსთან). მე მეორე გზა ავირჩიე.

თამაში ცუდი სანახავი გამოვიდა? დიახ, ასე იყო. არც მე მომწონს და არც ჩემს კალათბურთელებს, მაგრამ ეს გზა ავირჩიეთ. ისიც მინდა, აღვნიშნო, რომ საბერძნეთთან ძალების 100 პროცენტით კონცენტრირება არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ გავიმარჯვებდით. გავუფრთხილდით ჩვენი  მოთამაშეების ენერგიას, მოვერიდეთ ტრავმებს.

დავისვენებთ და მოვემზადებით ბოსნია-ჰერცეგოვინასა და კვიპროსთან მატჩებისთვის“.

საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს კვიპროსს ეთამაშება, 4 სექტემბერს – ბოსნია-ჰერცეგოვინას.

შეგახსენებთ, რომ ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ოთხი გადის. საქართველოს ერთი მოგება აქვს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕7 სექტემბერს მთვარის დაბნელებაა - „გადახედეთ თქვენს ცხოვრებას 2006 წლის სექტემბრიდან რა თემები იყო აქტუალური და მიიღებთ გარკვეულ მინიშნებებს“ - ასტროლოგის რჩევები!

⭕„გვიახლოვდება მთვარის დაბნელება, განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს თითოეული ადამიანისთვის სექტემბრის პირველი 2-3 დღე...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი

🎥 „თვალს ახარებს თქვენი ცქერა“ - თიკა ფაცაცია, თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია და ანა შელია ერთად აცეკვდნენ, კადრები კვიპროსიდან