Digest Logo

„მაყურებელს ახსოვს, უყვარს და დღემდე ძვირფასია ყველა გმირი, რომელიც მან ქართული თეატრის სცენაზე თუ კინოში გააცოცხლა“ - ნინელი ჭანკვეტაძე იუბილარია

1761295786
 ნინელი ჭანკვეტაძე

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე იუბილარია. 

იგი 68 წლის გახდა. 

მსახიობს დაბადების დღეს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ულოცავს:

„24 ოქტომბერი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობის, ნინელი ჭანკვეტაძის დაბადების დღეა!

ქალბატონი ნინელის შექმნილი სახეები თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის დიდი ისტორიის ნაწილია - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, „ბაკულას ღორები“, „ჩვენი პატარა ქალაქი“, „დონ ჟუანი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „ამფიტრიონ 38“, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“...

მაყურებელს ახსოვს, უყვარს და დღემდე ძვირფასია ყველა გმირი, რომელიც მან ქართული თეატრის სცენაზე თუ კინოში გააცოცხლა.

ვულოცავთ ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძეს დაბადების დღეს!

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, არაერთ საინტერესო როლს და დიდ შემოქმედებით წარმატებას!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„შესაძლოა ხელი შეუშალოს ორგანიზმის დეტოქსიკაციის და იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას“ - ზაზა თელია ინტრავენური კვების ეფექტურობასა და რისკებზე

„ყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებული ძველია“ - ლელა წურწუმიას ფოტოები არქივიდან

„სწორად გამოყენებულ ფერს შეუძლია ენერგეტიკული ჰარმონიის აღდგენა...“ - ეზოტერიკოსი ფერების ენერგეტიკაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში