Digest Logo

„შესაძლოა ხელი შეუშალოს ორგანიზმის დეტოქსიკაციის და იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას“ - ზაზა თელია ინტრავენური კვების ეფექტურობასა და რისკებზე

1761294368
 ზაზა თელია

ინტრავენური კვება არის მეთოდი, როცა ორგანიზმი საკვებ ნივთიერებებს, ვიტამინებსა და მინერალებს უშუალოდ სისხლში იღებს, გვერდს უვლის საჭმლის მომნელებელ სისტემას. თავდაპირველად მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებული პროცედურა დღეს პოპულარული ტენდენცია გახდა მათ შორის, ვინც სწრაფად აღდგენას, ენერგიის მატებას ან დეტოქსს ეძებს.

ინტრავენური თერაპია თითქოს „მოკლე გზაა“ ჯანმრთელობისკენ, თუმცა სპეციალისტები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ  სანამ სხეულს ხელოვნურად მოვემსახურებით, უნდა ვიცოდეთ, როდისაა ეს რეალურად საჭირო და როდის მხოლოდ მოდური ილუზია. 

აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია წერს:

„ინტრავენური კვება (Intravenous Nutrition - IV) - ეფექტურობა და რისკები

მოსახლეობაში ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარული გახდა „ინტრავენური კვება“ ე.წ ვენაში გადასხმა რა დროსაც გამოიყენება სხვადასხვა პოლივიტამინებით, მინერალებით, მიკროელემენტებით მდიდარი ხსნარები, რომლებიც პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში ხვდება, იმის მიუხედავად რომ დღეისათვის მათი სარგებლის და უსაფრთხოების სამეცნიერო მტკიცებუოება არ არსებობს.

ასევე ბოლო პერიოდია სპორტსმენებში და გუნდებში ხშირია IV კვების გამოყენება პრაქტიკულად ყოველკვირეულად, როგორც პრე- და პოსტ-თამაშის რუტინა.

ე.წ „drip bars” და სხვა IV კვების სერვისები მრავლადაა ინტერნეტში, ისინი ირწმუნებიან (claims) რომ შეუძლიათ: იმუნიტეტის, ჯანმრთელობის და „პერფორმანსის“ ბუსტირება, ჰიდრატაციის ხელშეწყობა, აღდგენის დაჩქარება.

ამ ყველაფრისთვის კი იყენებენ:

B ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, გლუთათიონს, C ვიტამინს და ელექტროლიტებს - რასაც პოტენციურად აქვს ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინების და ელექტროლიტების ორგანიზმში ნორმაზე მეტად მომატების პოტენციური შედეგი (მაგალითად ჰიპერვიტამინოზი).

ტრადიციულად IV nutrition როგორც ინტერვენცია გამოიყენება ჯანმრთელობის სერიოზული კლინიკური მდგომარეობების დროს, როგორებიცაა - ანემია, მიკროელემენტების დეფიციტის სიმპტომების დროს, ან რთული და მძიმე დეჰიდრატაციული მდგომარეობის შემთხვევაში, როდესაც პერორალურად სითხეების მიღება ვერ ხერხდება.

სამეცნიერო მტკიცებულება იმის თაობაზე რომ IV კვება ეფექტურია - დაღლილობის, იმუნური სისტემის გაუმჯობესების, აღდგენის თუ პერფორმანსის გაუმჯობესების მიზნით დღეისათვის არ არსებობს

რა რისკები არსებობს??

1. IV კვებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ორგანიზმის დეტოქსიკაციის და იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას.

კერძოდ:

ღვიძლ-ნაწლავის ინტეგრაციული კავშირის (gut-liver axis) გვერდის ავლით შეუძლებელი ხდება ღვიძლის მიერ ტოქსინების მოშორება რითაც ისინი პოტენციურად ხვდებიან პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში, ასევე ნაწლავის მიკრობიომის (gut microbiota) მოქმედების მექანიზმი პოტენციურად ირღვევა - მისი გამართული მუშაობა კრიტიკულ როლს თამაშობს ორგანიზმში მრავალი დაავადებების განვითარების პრევენციის კუთხით, მათ შორის სხვადასხვა იმუნური დაავადებების განვითარების

2. IV კვებით მატულობს ინექციის ადგილზე ინფექციის განვითარების, ასევე სისხლში თრომბის წარმოქმნის რისკი

3. B6 ვიტამინის ძალიან მაღალი დონე ორგანიზმში ასოცირებულია პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებასთან

4. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იტარებენ ინტრავენურად რკინის გადასხმას ეზრდებათ ღვიძლის დაზიანება რისკი

5. ასევე უცნობია B ვიტამინების და სხვა მიკროელემენტების სუპრათერაპიული დოზების გრძელვადიანი (long-term) ეფექტი ორგანიზმზე“, - წერს ზაზა თელია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებული ძველია“ - ლელა წურწუმიას ფოტოები არქივიდან

„სწორად გამოყენებულ ფერს შეუძლია ენერგეტიკული ჰარმონიის აღდგენა...“ - ეზოტერიკოსი ფერების ენერგეტიკაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში

„მე რომ შენ მიყვარხარ საფუძველი ქრისტეა იმიტომ, რომ თუ იესო არ იქნება - მე შენ დაგკარგავ...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება