ძალიან ბევრი გაშვილებული, მოპარული ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახს ვერ პოულობს, ერთი თითქოს და მარტივი მიზეზის გამო, მათ მშობლები არ ეძებენ იმიტომ, რომ ჰგონიათ, მათი მეგობარი, მეზობელი, ნათესავი მათ შვილს არ მოიპარავდა, თუმცა ზურა მანჯავიძის ოჯახი ნათელი მაგალითი გახლავთ იმისა, თუ როგორ შეიძლება ახლობელმა მოგპაროს შვილი და ეს შვილი 27 წლის შემდეგ შენს ოჯახში დაბრუნდეს.
აღნიშნულზე მომღერალმა და ჯგუფ „ფორტეს“ სოლისტმა პოდკასტში „ვეძებ“ ისაუბრა:
„ცოტა ბურუსით მოცული აღმოჩნდა ეს ისტორია. დავიწყეთ რაღაცების გამოკვლევა, მაგრამ ყველაზე დიდი ეჭვი ვისზეც გვქონდა, რომ მისი ხელი ერია ამ საქმეში, სამწუხაროდ გარდაცვლილი იყო. მეზობელი იყო, რომელიც ამ სფეროში ტრიალებდა. ვერაფრით ავხსენით რატომ, ალბათ ყველაზე მეტად ფინანსური სარგებელი იყო მიზეზი.
მიცვალებულებთან „ბრძოლა“ რთულია, ამიტომ გავეშვით ამ ამბავს. რადგან ზუსტი ინფორმაცია არ გვქონდა, არც გაგვისაჯაროვებია პირები.
იყო ოჯახის მეხუთე შვილი. მას შემდეგ დედაჩემს კიდევ ორი შვილი შეეძინა, გვეგონა 6 ვიყავით და აღმოვჩნდით 7. დედაჩემს მძიმე მშობიარობა ჰქონდა, დაემართა კლინიკური სიკვდილი, გაითიშა და ამით ისარგებლეს, უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა.
ჩვენს შორის 2 წელია სხვაობა. ერთ საღამოს, გვიან, ჩემს ტელეფონზე ზარი განხორციელდა, ქალბატონი რეკავდა. გამარჯობა, თუ იცით, რომ ძმა გყავთო. კი, როგორ არ ვიცი, ძმების მეტი რა მყავს -მეთქი, არაო, შენ კიდევ ერთი ძმა გყავს, რომელიც არ იცი შენო. ეს იყო ჩემი ძმის მეუღლე, რომელმაც ეს ამბავი იცოდა, გაიგო იმ პერიოდში, როცა ჩემს ძმას უნდა გაჰყოლოდა ცოლად. ჩემ ძმამაც არ იცოდა ნაშვილები რომ იყო. მივიდა დედამისთან და უთხრა, ასეთი რაღაცები მესმის და რაშია საქმეო? საბედნიეროდ, დედამ არ დაუმალა და სიმართლე უთხრა, კი შვილო, ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ შეგვეძინა და აგიყვანეთო. 44 წლის იყო ქალბატონი ნათელა ჩემი ძმა რომ იშვილა, მისი მეუღლე უკვე გარდაცვლილი იყო, როცა გავიცანით.
ყველაფერი ვიფიქრე იმის გარდა, რომ სიმართლე იყო. 2-3 დღე ტანჯვაში გავატარე, არავის ვეუბნებოდი. მერე დედას მოვუყევი. მერე შევაპარე, რომ შეიძლება შენი შვილი და ჩემი ძმა ცოცხალი იყოს -მეთქი. შეცვლილი არაფერი ჰქონდა თარიღში, ყველაფერი შენახული ჰქონდა ქალბატონ ნათელას“, - ამბობს ზურა მანჯავიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის აპრილში განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელის
⭕ნინო ნადირაძე 53 წლის გახდა - როგორ მიულოცეს ტელეწამყვანს მეგობრებმა დაბადების დღე